მიზანი
ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაზომვის ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებასა და მონაწილეობითი მიდგომების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას, საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დეცენტრალიზაციის პროცესისა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.
მეთოდოლოგია
ინიციატივის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იყენებს ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შიდა შეფასებას, სუსტი მხარეებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენას და შედეგების შედარებას სტანდარტებთან. მონაცემების შესაგროვებლად გამოყენებულია ტრიანგულაცია - თვითშეფასების ელექტრონულ კითხვარი (მისი შევსებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა) და დაინტერესებული მხარეების შეფასება. საპილოტე ინიციატივის ფარგლებში შერჩეულია ხუთი მუნიციპალიტეტი (ოზურგეთი, ჩოხატაური, ბათუმი, ხელვაჩაური, გორი), რომლის განხორციელების შემდეგ, შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებას დამოუკიდებლად შეძლებენ როგორც სამიზნე, ასევე სხვა მუნიციპალიტეტები.
შეფასების სტანდარტები
შეფასების სტანდარტები შემუშავდა სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და სფეროს ექსპერტებთან ფართო კონსულტაციების შედეგად. ამასთანავე, იგი ეფუძნება მონაწილეობის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ შემდეგ პრინციპებსა და ღირებულებებს:
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს;
- შერი არნშტეინის მიერ შემუშავებული თეორიას „მონაწილეობის კიბე“;
- საზოგადოებრივი მონაწილეობის საერთაშორისო ასოციაციის მიერ შემუშავებულ მონაწილეობის ძირითადი ღირებულებებსა და ქცევის კოდექსს;
- ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული მატრიცას მონაწილეობის დონეებისა და პოლიტიკის შემუშავების ციკლის შესახებ;
- მონაწილეობითი დემოკრატიის ინკუბატორის მიერ შემუშავებული ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობის ინდექსს;